მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება მარცხდება" — ოპოზიციაში IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან

,,ქართული ოცნება მარცხდება” — ოპოზიციაში IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან

Published on

ოპოზიციაში IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ შედეგებში დღესქვეყანაში არსებული “ნევროზული” ვითარება ასახა.

ამის შესახებ მან”მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა. ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა, რაც გამოქვეყნდა კიდევ ერთხელ ასახავს იმ ნევროზულ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, მათ შორის COVID-19-ით და აქედან გამომდინარე კიდევ არის სხვა ფაქტორები, კერძოდ ადამიანები არ არინ გულწრფელი თავიანთ პასუხებში. ეს კვლევები ძალიან საინტერესოა, მნიშვნელოვანია, რომ ტენდენციები გვაჩვენოს. ჩემ საარჩევნო ოლქში, მაგალითად საბურთალოზე, ცალსახად გეტყვით, რომ მოსახლეობას საერთო გადაწყვეტილება მიღებული აქვს – ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე გადაცემაში ასევე ამბობს იმასაც, რომ “ლელოს” მხარდამჭერთა რიცხვი არჩევნების მოახლოებასთნ ერთად ძალიან სწრაფად იზრდება. დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში კი, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 2.7% ლელოს მხარდაჭერას უცხადებს.  

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის თქმით, IPSOS-ის ამ კვლევაში ჩანს, რომ ევროპული საქართველო სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალა იქნება და მას ექნება ორნიშნა მაჩვენებელი.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევით ჩანს, არის ის, რომ მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქართული ოცნების დამარცხებას.

“ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ ჩვენს კვლევებასაც და ვაანალიზებთ სხვა კვლევებსაც, რომელიც ქვეყნდება. საბოლოო ჯამში, ყველა ამ კვლევის ანალიზის შედეგად, ცალსახა სურათი არის ჩვენთვის, რომ ჩვენ ვიქნებით სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალა და გვექნება ორნიშნა მაჩვენებელი. ეს არის ერთი, რაც ნამდვილად შემიძლია, რომ ვთქვა. მაგ კვლევის კონტექსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ძალის პოლიტიკური რეიტინგი. მაგ კვლევაში რაც ჩანს, არის ის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქართული ოცნების დამარცხებას და მოსახლეობის 60% თვლის, რომ ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს. ის, რომ ქართული ოცნებას აქვს 40%-ს ქვემოთ, ნიშნავს იმას, რომ მათი მარცხი გარდაუვალია, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ქვეყანაში, რომ ერთადერთი კოზირი, რომელსაც იყენებდნენ, რომ თითქოს ისინი არიან მაგარი კრიზისმენეჯერები და პანდემია დაძლიეს, აღმოჩნდა ისეთივე მტკნარი სიცრუე, როგორც დაპირება — 5 მილიონი ყველა სოფელს. ყველაზე მთავარი რაც აქ ჩანს, არის ის, რომ ქართული ოცნება მარცხდება”, — განაცხადა კაპანაძემ.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...