მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრო-დასავლური ოპოზიციის საპარლამენტო მანდატები ჯამში "ოცნებისას" აღემატება - IPSOS-ის კვლევა

პრო-დასავლური ოპოზიციის საპარლამენტო მანდატები ჯამში “ოცნებისას” აღემატება – IPSOS-ის კვლევა

Published on

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მესამე კვლევა ჩაატარა. 

რომელი პარტია რამდენ მანდატს მიიღებდა პარლამენტში პროპორციული სიით – ​ალოკაციით მიღებული შედეგები:

  • ქართული ოცნება – 48 მანდატი
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 38 მანდატი
  • ევროპული საქართველო – 8 მანდატი
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 8 მანდატი
  • ლელო – 6 მანდატი
  • გირჩი – 4 მანდატი
  • ლეიბორისტული პარტია – 3 მანდატი
  • პატრიოტთა ალიანსი – 2 მანდატი
  • ერთიანი საქართველო – 2 მანდატი
  • მოქალაქეები – 1 მანდატი

პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, აქედან 30 მაჟორიტარი, 120 კი პროპორციული სიით გასული. 

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია  ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...