მთავარისიახლეებისაზოგადოებარეგიონებში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყო

რეგიონებში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყო

Published on

სილამაზის ცენტრებზე კონტროლი მკაცრდება. რეგიონებში მიმდინარეობს რისკების შემცველი სალონების შემოწმება. როგორც ცნობილია გეგმიური მონიტორინგი ყოველწლიურად განხორციელდება.ესთეტიკური სალონებისთვის სავალდებულოა რეგისტრაცია და ნორმების დაკმაყოფილება, რომლის მიხედვითაც კოსმეტოლოგიურმა დაწესებულებებმა სპეციალური აღჭურვილობით სტერილიზაცია უნდა განახორციელონ. სანიტარული ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება გაფრთხილებას მიიღებს. ხელმეორედ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად შეფასდება და სასამართლო განიხილავს. ჯანმრთელობის სამინისტრომ რეგიონებში ინიციატივის მთავარ მიზნად ინფექციების პრევენცია და C ჰეპატიტის სკრინინგი დასახელდა.ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებს წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ, თუმცა მათ აქვთ უფლება მონიტორინგი საჩივრის საფუძველზეც ჩაატარონ. მსგავსი რეგულაცია თბილისში ზაფხულში ამოქმედდა.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...