მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 129 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ გაგრის, ოჩამჩირისა და სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოებშიც.

საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 2600-მდე ფაქტია დაფიქსირებული, გარდაცვლილია 27 ადამიანი.  

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...