მთავარისიახლეებიპოლიტიკაკერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

Published on

 ოპოზიციონერმა დეპუტატები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივით,   კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ.  აქამდე  ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა.  ამიერიდან ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის გადაწყვეტილებით, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ, რაც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში  გავა, სესიებისა და კომიტეტების სხდომების გადაღების უფლება მხოლოდ მაუწყებელს ექნება.
 
 ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის თქმით,  ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ,,ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი – ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი”, – აცხადებს იგი.
თავად ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ  აქამდე არსებობული პრაქტიკით,  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სხვა ტელევიზიებს გადასცემდა მასალას, იხარჯებოდა ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური რესურსი, მაგრამ სხვა მედიასაშუალებები მასალას იყენებდნენ შესაბამისი  სამარკო ნიშნის გარეშე, როგორც საკუთარ ნაშრომს. ასე აღარ მოხდება. ყველასთვის იქნება ღია და უფასო, მაგრამ რასაკვირველია, იქნება მითითებული ჩვენი ნიშანი. ეს ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. სხვისი ნაშრომის მითვისება და გასაღება საკუთარ ნაშრომად არ არის სწორი. გარდა ამისა, ჯდება ბიზნესისა და კონკურენციის კანონის ფარგლებშიც''.
 
კერძო ტელევიზიები აცხადებენ, რომ ეს ასე არ არის, ე.წ. შავი ,,ლაივ სტრიმი'' იქმნებოდა მათი საერთო რესურსებით, მათ ახლა ეს საშუალება ეღთმევატ და დამოკიდებული ხდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ანუ უნდადასჯერდნენ იმას, რის გადაღებასაც ეს კომპანია გადაწყვეტს. ეს კი მნიშვნელოვნად შეძრუდავს პარალამენტის საქმიანობის გამჭვირვალობას. 
 
 
 
,
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...