მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესმენი მანანა მიქავა ფართომაშტაბიან აქციას აანონსებს

ბიზნესმენი მანანა მიქავა ფართომაშტაბიან აქციას აანონსებს [Video]

Published on

გუბერნიის შენობასთან ბიზნესმენმა მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია გამართა. მიქავა ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მისი თქმით, ყოფილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ  წლების წინ  დაიბარა და უთხრა, რომ თუ მებაჟეებს დააჭერინებდა და დანომრილ ფულს მისცემდა, მაშინ მის ცხოვრებას ძაღლი არ დაჰყეფდა, თუ არა გაანადგურებდა .

მიქავას თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, რადგან ბიძინას დამსახურებით მოიპოვა თავისუფლება, თუმცა თავისი ქონების ვერ დაბრუნების გამო „პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდა.

მანანა მიქავას განცხადებით , ის  ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნების მოთხოვნით,  საპროტესტო აქციების გამართვას ისევ განაგრძობს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება სათანადო  რეაგირება, ორშაბათს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

ე.წ. გულუას პარკის ტერიტორია მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა. ვალდებულებაში მას მითითებული ქონდა, რომ აქ  2012 წლამდე აკვაპარკი უნდა აეშნებინა. ბიზნესმენი სასჯელსაც იხდიდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მიქავამ 2013 წელს ზუგდიდის გამგეობას მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ ბიზნესმენს  არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, რასაც მას ადგილობრივი ხელისუფლება ედავებოდა. სადაო ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაანონსა. მანან მიქავა კი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...