მთავარიUncategorized"ევროპული საქართველო" ზუგდიდში "ქართულ ოცნებას" პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს

“ევროპული საქართველო” ზუგდიდში “ქართულ ოცნებას” პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს [Video]

Published on

“ევროპული საქართველო” ზუგდიდში “ქართულ ოცნებას” პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს.

ოპოზიციური პარტიიდან 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის განმარტება, რომ მის მხარდამჭერი ვიდეორგოლები არასამუშაო დროს და არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, არ ცვლის ფაქტს, რომ მმართველი გუნდის შტაბმა ზუგდიდში კანონი დაარღვია, რადგან ვიდეო მუდმივად ტრიალებს და ყველა ტიტრში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერი პედაგოგია.

ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა.

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ უკვე დაიწყო დირექტორების გათავისუფლების მავნე პრაქტიკა და ხელისუფლებას საარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედებებისგან მორატორიუმის დაწესებას ურჩევს.

მისივე თქმით, სწორედ ზუგდიდში შეეწირა დირექტორის სიცოცხლე მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. “ევროპული საქართველო” კი, მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიამ საკითხზე მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, დავის გაგრძელებას ცესკოში და სასამართლოში გეგმავს.

“ევროპული საქართველოს” საპასუხოდ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, რომ მან მოისმინა როგორც მასწავლებლების, ასევე კანდიდატის განმარტებები და ვინაიდან ვიდეოები არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ ჩათვალა.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...