მთავარისიახლეებისაზოგადოებადაატოვებინებენ თუ არა "იმედი" -ის გენერალურ დირექტორს თანამდებობას?

დაატოვებინებენ თუ არა “იმედი” -ის გენერალურ დირექტორს თანამდებობას?

Published on

ტელეკომპანია „იმედი“ -ის გარშემო ახალი ამბები არ ცხრება. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიის დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებით მალე არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა იმედში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო. საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სწორედ ბახტაძეს დააკისრონ. პარალელურად ვრცელდება გენერალური დირექტორობის ორი კანდიდატურის შესახებ – ტელევიზიის მფლობელების გადაწყვეტილებით, კრიზისულ პერიოდში არხის ხელმძღვანელად რუსთავის ფოლადის გენერალური დირექტორი ნუგზარ-გიორგი კაჩუხაშვილი და „სტანდარტ კაპიტალ საქართველოს“, იგივე „სელფორდის“ გენერალური დირექტორი დავით შონია სახლდებიან. ეს უკანასკნელი რამოდენიმე წლის წინ იმედის ფინანსური დირექტორი იყო. ტელეკომპანია იმედში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდება. დღეს გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ინგა გრიგოლიას ტელეკომპანიაში ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში, BBC -ში მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით იმნაიშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ირაკლი იმნაიშვილს საქართველოში რამოდენიმე გადაცემა დაუხურეს, მათ შორის, უკანასკნელი ტელეკომპანია „მზე“ -ში. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული პირდაპირი ეთერის შემდეგ მან ტელეკომპანია დატოვა. 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...