მთავარისიახლეებიპოლიტიკაახლა „ქართულ ოცნებას ისეთივე რეიტინგი აქვს, როგორიც „ტოჩნი ზურაბას“ 2018 წელს ...

ახლა „ქართულ ოცნებას ისეთივე რეიტინგი აქვს, როგორიც „ტოჩნი ზურაბას“ 2018 წელს – გრიგოლ ვაშაძე

Published on

როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა „ქართულ ოცნებას“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი პარტია დიდი უპირატესობით მოიგებს არჩევნებს და რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ სადამსჯელო ორგანიზაციაა და მას ძალადობის წინააღმდეგ მოწოდების უფლება არ აქვს.

„ბიძინა ივანიშვილის  განცხადების მხოლოდ ორი აბზაცი წავიკითხე, რადგან მისი არც ინტერვიუების წაკითხვის თავი მაქვს და არც განცხადებების. ბოლნისში, მარნეულში, თბილისში, სადაც ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს მისი ზონდერები სცემენ, ვის მოუწოდებს ძალადობა არ იყოსო? ვის ეუბნება ძალადობას არ აჰყვეს? ვის აქვს ძალადობა „ქართული ოცნების“ გარდა, რომელიც არის სადამსჯელო ორგანიზაცია?

მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება მის მყარ რეიტინგებს, როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა მას. 31 ოქტომბერს გასცემს ქართველი ხალხი პასუხს ამ ქურდებისა და ბანდიტების ხელისუფლებას, რომელიც ივერი მელაშვილისნაირ ადამიანს საპყრობილეში აგდებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, – წინასწარ რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება ორ მიზანს- რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრები.

“მათ ხალხთან მისვლა არ შეუძლიათ. რაზე უნდა მიხვიდე, 8 წლის შიმშილზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ქვეყნის ძარცვაზე უნდა ელაპარაკო? და მეორეც თამარ ჟვანიას ხელმძღვანალობით აპირებენ არჩევნების გაყალბებას. „ქართული ოცნება“ პატიოსან არჩევნებში ვერ მოიგებს”,

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...