მთავარისიახლეებიპოლიტიკავისი პატიმარია ივერი მელაშვილი?- ივანიშვილმა ,,ორიგინალი რუკა "თავისი კავშირებით მოიძია

ვისი პატიმარია ივერი მელაშვილი?- ივანიშვილმა ,,ორიგინალი რუკა “თავისი კავშირებით მოიძია

Published on

დეკანოზი საბა ჭიკაიძის განცხადებით, იმისთვის, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ორიგინალი რუკა მოეძიებინათ, მამა კირიონმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელიც შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ივანიშვილი ამ თემით დაინტერესდა და დავით ხიდაშელს აცნობა. ამ უკანასკნელმა კი, “თავისი კავშირებით” ორიგინალი რუკა მოიძია.

“როდესაც დაინახეს მამა კირიონმა და ამ ადამიანმა, რომელიც გულანთებული იყო ამ საკითხით, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი 1938 წლის რუკა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ გადიოდა საზღვარი, რაც ჩვენს რუკაზეა მითითებული, ამის შემდეგ გახდა აუცილებლობა უკვე მოძიებისა ორიგინალი რუკის. შემდეგ უკვე, მამა კირიონი სთხოვს ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ასევე, ძალიან დაინტერესდება ამ თემით და უკავშირდება ხსენებულ პიროვნებას, დავით ხიდაშელს. ეს ადამიანი არ ვიცი, როგორ, რანაირად, თავისი კავშირებით მოიძიებს ამ რუკის ორიგინალს, რომელიც არის უკვე ნამდვილად ორიგინალი და ნამდვილად ორმხრივად ხელმოწერილია”, — აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ

შეგახსენებთ, პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება იმ რუკის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ქართულ მხარეს რუსმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა.

გუშინ ამ საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სიახლეები

28-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც გაჟონა, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას არ წარმოადგენს და ფაქტობრივად რუსების სურვილების სიაა – რუბიო

„სამშვიდობო წინადადების“ ავტორი ამერიკის შეერთებული შტატებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ...

ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 49 პირი შეიწყალა

ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო...

დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა...

“ვარდების რევოლუციიდან” 22 წელი გავიდა

"ვარდების რევოლუციიდან" 22 წელი გავიდა. 2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი გზით. მოქალაქეთა...