მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან ტრეფიკინგი...

მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან ტრეფიკინგი თუ ორგანოების მოჭმა, მაგრამ დავით გარეჯის საქმეში მისი დადანაშაულება სრული შტერობაა – მამუკა ჟღენტი

Published on

დავით გარეჯის საქმეში არანაირი ლოგიკა არ არსებობს და სამართლებრივად და პოლიტიკურად აბსოლუტურად „შტერული გადაწყვეტილებაა“ მიღებული. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან ტრეფიკინგი თუ ორგანოების მოჭმა, არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, მისან ყველაფერი მოსალონელია დაბრალების თვალსაზრისით, რადგან ლოგიკა არაფერში არსებობს. ამ ყველაფრის დაბრალება უფრო გამოიღებდა შედეგს, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ, – ამის შესახებ საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით,ეს სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას – ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვიღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ – ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. – განაცხადა ჟღენტმა.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...