მთავარისიახლეებიპოლიტიკადაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას დანიაში საქართველოს ელჩს?

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას დანიაში საქართველოს ელჩს?

Published on

ქართული ოცნების სპიკერი და სამთავრობო ტელეკომპანია იმედზე გადაცემის წამყვანი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს, რომ ,,დანიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა უნდა დატოვოს. არცერთი ქვეყნის ელჩი მისი სამშობლოს და არც სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების სამართალდამცავი, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას საჯაროდ ეჭვქვეშ არ აყენებს! თუ აყენებს, მაშინ ემშვიდობება თანამდებობას! 2X2=4!” – დაწერა გია აბაშიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ეს განცხადება მისთვის სიურპრიზი იყო – ,,გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა.მ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ასეთი ზარი არ შემოსულა. – ” განაცხადა მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად 

მმართველი გუნდის ეს რეაქცია მოჰყვა გიგი გიგიაძის განცხადებას, რომლითაც მან საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ უფროსს დაკავების გამო მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისთვის წარდგენილი ბრალდება “აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია”.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. […] იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”. – დაწერა გიგიაძემ. 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...