მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???" - დავით ბერძენიშვილი საზღვრის დამდგენი...

,,ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???” – დავით ბერძენიშვილი საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებას აპროტესტებს

Published on

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განპირობებულია მიხეილ სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით.

ბერძენიშვილის თქმით, მტრის ხატზე აგებული, პოლარიზაციის მიზნით საარჩევნო კამპანია ბიძინას ხელისუფლების ერთადერთი ტექნოლოგიაა.

“ხელისუფლებავ!!! აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებთ? 3500 ჰექტარს ედავებით?  საზღვრის დადგენაზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაპატიმრება განპირობებულია სააკაშვილისგან მორიგ ჯერზე მტრის ხატის შექმნის მცდელობით”, – წერს ბერძენიშვილი.

ის მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებას სახელმწიფოსთის უაღრესად სახიფათო ქმედებას უწოდებს.

“თალაკვაძე კითხულობს ახლა, 1945 წ. რუკით რატომ ხელმძღვანელობდა ქართული მხარე და არა უფრო ადრინდელი, 1938 წ. რუკითო? მერე რა, რომ დედანი არ გვქონდაო… სრული უმეცრება. არა მარტო სამარცხვინოა ივანიშვილის ეს ქმედება, არამედ უაღრესად სახიფათოც. ომშია აზერბაიჯანი, ომში!!!! რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს???”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...