მთავარისიახლეებისაზოგადოებაივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

Published on

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სახელმწიფო ბრალდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. 

პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბრალდებულების ქმედება საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ იყო მიმართული.

“მათი პოზიცია არის, რომ არ ეთანხმებიან ბრალდებას, თუმცა ბუნებრივია ეს არის მათი როგორც ბრალდებულების უფლება. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახ ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით 3, 500 ჰექტარის მონაკვეთების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა,” – განაცხადა პროკურორმა.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...