მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსპრემიერის 250 წლოვანი წიფელი შუაზე გადატყდა?

ექსპრემიერის 250 წლოვანი წიფელი შუაზე გადატყდა?

Published on

ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნატანებელი პედაგოგისგან 15 ათას ლარად შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. შემთხვევა ნატანებში მოხდა. ამ წუთებამდე ადგილზე მუშაობენ კომპანის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ. სამუშაოებში ჩართულები არიან ადგილობრივებიც. წიფელი, შუაზე გადატყდა და როგორც ადგილობრივები 'გურიის მოამბესთან" საუბრობენ, მას დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ: "ხე შუაზე გადატყდა, ტოტებიც დატყდა, ალბათ აღარ წაიღებენ პარკში. მძიმე ტექნიკამ, დიდი ხანი იწვალა გზაზე გამოსვლამდე, მაგრამ ხე გადმოვარდა, ტოტები დატყდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში გადავარდა. ამ ოჯახის ყანაში გაიყვანეს ეს დროებითი გზა, ამაში ცალკე 5 ათასი ლარი გადაიხადა. ხე 5 ატასად იყიდა და დარჩა ახლა საშეშე მასალად პატრონს. თუ დაუბრუნებს იმ შემთხვევაში"-გვიყვება ქალბატონი, რომელმაც ადგილზე გადაღებული ფოტოც მოგვაწოდა. ექსპრემიერმა, აღნიშნული ორსაუკუნოვანი ხე ლ სურმავასგან შეიძინა. მის სანახავად ბიძინა ივანიშვილი ადგილზე პირადად იმყოფებოდა.ამას თვითვმხილველებიც ჰყავს, რომლებიც მაშინ ჩვენთან ყვებოდნენ, რომ ხე ივანიშვილის ძალიან მოეწონა და მიუხედავად ექსპერტის რჩევისა, რომ ის ვერც ტრანსპორტირებას გაუძლებდა და მისი გახარების შანსიც ფაქტურად არ არსებობდა, სურმავებისგან ხე მაინც იყიდა: "დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტი ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის ხე გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა"-განუცხადეს სურმავას მეზობლებმა მაშინ ,,გურიის მოამბეს“.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...