მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ხელისუფლებას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უბრალოდ სურვილიც არა...

გიორგი გახარია: ხელისუფლებას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უბრალოდ სურვილიც არა აქვს და არც სჭირდება

Published on

ოპოზიციას მინდა ვუთხრა, რომ ხელისუფლებას და მთავრობას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უბრალოდ სურვილი არ აქვთ და არც სჭირდებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაგიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბერს თითოეულ მოქალაქეს ექნება თავისი ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა.

„ამასთან, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი სახისა და მოტივის ძალადობა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივით არის კატეგორიულად მიუღებელი. შესაბამის უწყებებს აქვთ პირდაპირი დავალება, რომ არცერთ შემთხვევაში ასეთი ძალადობის შემთხვევები უყურადღებოდ კი არ უნდა დარჩეს, უსწრაფესი რეაგირება უნდა ჰქონდეს. ეს დავალებები მათ აქვთ და ამ დავალებების შესაბამისად ისინი მოქმედებენ“, – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...