მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაალ უდუმაშვილი: "ხელისუფლება "რუსთავი 2" -ის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება"

ზაალ უდუმაშვილი: “ხელისუფლება “რუსთავი 2″ -ის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება”

Published on

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის და ამავდროულად საინფორმაციო სამსახურის უფროსის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების გადაბირებას ცდილობს და ამით ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება. ამის შესახებ უდუმაშვილმა წუხელ, თოქ-შოუ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. "მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მეორე წრეზე აპირებს წასვლას – 2012 წელს იყო უკვე მცდელობა, რომ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები გადაებირებინათ ძალიან დიდი ფულის ფასად: მიჰყავდათ აბსოლუტურად ყველა, დაწყებული ცნობილი ჟურნალისტებიდან, დამთავრებული ტექნიკური პერსონალით, ოღონდ კი შიგნით რღვევა დაწყებულიყო, თუმცა არ გამოუვიდათ და ჩვენ მაშინ ეს ბრძოლა, პრაქტიკულად, უდანაკარგოდ დავასრულეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთ შემოტევასაც გავუძლებთ", – განაცხადა უდუმაშვილმა. ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2 ამ შეტევასაც გაუძლებს. ამასთან, მისივე განმარტებით, "ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ "რუსთავი 2"-ს რაც უფრო მეტს ებრძვი, მით უფრო ძლიერდება". "ხელისუფლება კიდევ ნახავს, რამდენად შეგვიძლია ჩვენ გავუძლოთ ყველა დარტყმას", – აღნიშნა არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...