მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაშალა

რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაშალა

Published on

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, რუსეთი ცდილობს, არ იყოს კონსტრუქციული იმ ფორმატში, სადაც საქართველოსთან ერთად მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები.

წერეთელმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას არ აღიაროს საკუთარი როლი ამ კონფლიქტში.

“რუსეთი მუდმივად ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არ იყოს კონსტრუქციული მუშაობა. იქ, სადაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებღან ერთად, ეუთოსთან, ამერიკის შეერეთებულ შტატებთან, ევროკავშირთან აქვს საშუალება რუსეთს პირდაპირ ელაპარაკოს. ჩართულები არიან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თუმცა, რუსეთი ჯიუტად აგრძელებს თავის სტრატეგიას, რომ არ შედგეს მოლაპარაკება და არ აღიაროს ამ კონფლიქტში თავისი როლი, არ მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობას, არ შეუწყოს ხელი დევნილების დაბრუნებას და ეს მცდელობები სახეზეა. კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკება იმის გამო, რომ რუსეთი არ გამოცხადდა საერთოდ და ყველა მიზეზს პოულობს იმისათვის, რომ რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი არ იყოს გადადგმული”, — აცხადებს წერეთელი.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...