მთავარისიახლეებიპოლიტიკაქველმოქმედება თუ ამომრჩევლის მოსყიდვა? რატომ გაპარტახდა იპოდრომი, ლაგუნა ვერე, სადაც ახლა ...

ქველმოქმედება თუ ამომრჩევლის მოსყიდვა? რატომ გაპარტახდა იპოდრომი, ლაგუნა ვერე, სადაც ახლა გველები დასრიალებენ და ხვლიკები თბებიან მზეზე

Published on

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ “სრულიად უსასყიდლოდ” გადასცეს განსვავებულად აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

,.ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს.უნდა აღვნიშნოთ ღვაწლი, ხელწერა, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება, პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება, იზრუნო შენს ხალხზე. – განაცხადა პრემიერმინისტრმა გახარიამ ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე

რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი და ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, შეიცავს ამ ქვეყნის მოქალქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას”. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ,,რეალურად, ეს პარკი ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ხალხის საკუთრება იყო. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს პარკი უნდა იყოს ხალხის საკუთრება.ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა, მაგრამ ადამიანებზე, ამომრჩეველზე, არაფერი აღარ იმოქმედებს. 

როგორც ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამბობს, ,,ივანიშვილმა თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში იპოდრომის ტერიტორია, ვერეს ხეობა, გააპარტახა ერთადერთი საცურაო სივრცე – ლაგუნა ვერე იმ თბილისელებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ გადიოდნენ ქალაქიდან და ახლა გველები დასრიალებენ იქ და ხვლიკები თბებიან მზეზე. ახლა ივანიშვილს უნდა, წინასაარჩევნოდ ქველმოქმედის სახელი დაიბრუნოს და ჩვენგან წართმეული დროებით დაგვიბრუნოს, რათა არჩევნების შემდეგ ისევ დაიბრუნოს. 

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...