მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია

Published on

დედაქალაქის მერისკახი კალაძის განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტი, რომელზეც მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი,

მინდა ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს პირადად მადლობა გადავუხადო , ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

ფონდი ქართუს თავმჯდომარე, ვანო ჩხეტიანი აცხადებს, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები, თბილისს უჭირს ამ მხრივ, გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს შესაძლებლობას ყველა მოქალაქეს, როგორც თბილისელს, ასევე ჩამოსულ სტუმარს, რომ დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. ჩვენი ქალაქი, თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე”, — განაცხადა ჩხეტიანმა.

მისივე ინფორმაციით, ფონდი ქართუ იღებს ვალდებულებას, თბილისის ცენტრალური პარკი, “ახალი, მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა”, უახლოეს პერიოდში მოაწყოს

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...