მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოდან ევროპის ხუთ ქვეყანაში გაფრენა განახლდა

საქართველოდან ევროპის ხუთ ქვეყანაში გაფრენა განახლდა

Published on

გუშინ, 4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდა –  მგზავრები ქვეყანაში რიგიდან ჩამოვიდნენ. 

“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ” “თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან” შესასრულებელი სამგზავრო რეისების ოქტომბრის თვის განრიგი გამოაქვეყნა

31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან 72 საავიაციო რეისი შესრულდება, აქედან 44 ორმხრივი, 28 – ცალმხრივი რეისი იქნება, რომელიც მგზავრებს მხოლოდ საქართველოდან გადაიყვანს, უკან დაბრუნებას კი მოქალაქეები ვერ შეძლებენ.

საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით, სტამბოლის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და Turkish Airlines შეასრულებენ. კიევის მიმართულებით გაფრენა SkyUp Airlines-ითა  და YanAir Airlines-ით იქნება შესაძლებელი. მინსკში ჩარტერულ რეისებს Belavia, ხოლო ვარშავაში LOT Polish Airlines უზრუნველყოფს. მილანის მიმართულებით ცალმხრივი ფრენა MyWay Airlines-ის მეშვეობით, ბერგამოს აეროპორტისკენ, მხოლოდ 5 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ასევე, მგზავრებს ცალმხრივად გადაიყვანს ავიაკომპანია Qatar Airways კატარის დედაქალაქ დოჰაში და SCAT Airlines ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით.

ორმხრივი ავიარეისები შესრულდება რიგის, ბერლინის, მიუნხენის, ამსტერდამის, პარიზისა და ვენის მიმართულებით. ცალმხრივი რეისების სიაშია 5 დიდი ქალაქი – მილანი, ვარშავა, სტამბოლი, კიევი და მინსკი.

 

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...