მთავარისიახლეებიპოლიტიკაკოალიციური მთავრობა- რომელი პარტიები სურს მოსახლეობას?

კოალიციური მთავრობა- რომელი პარტიები სურს მოსახლეობას?

Published on

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა და კითხვაზე –  თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდა, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 28% 
  • ევროპული საქართველო – 27 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 20 %
  • ქართული ოცნება – 19%
  • ლეიბორისტული პარტია – 13% 
  • მოქალაქეები – 13%
  • პატრიოტთა ალიანსი – 13% 
  • ლელო – 12%
  • გირჩი – 7%
  • თავისუფალი საქართველო – 7% 
  • ერთიანი საქართველო – 7%

აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაზე რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.

ნიშანდობლივია, რომ 2 კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა დაცემული მმართველი პარტიის რეტინგი: თუ კი ქართულ ოცნებას, კოალიციურ მთავრობაში, წინა კვლევის თანახმად, 23.5 % ხედავდა, დღეს მხოლოდ 19% ფიქრობს რომ “ოცნება” კოალიციურ მთავრობაში უნდა მოხვდეს. 


შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა  23 სექტემბრიდან – 1 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება  +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია  ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...