მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ენმ-ს შემოუერთდა – კირტიკაძე

მარნეულის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ენმ-ს შემოუერთდა – კირტიკაძე

Published on

ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირტიკაძე ამბობს, რომ მარნეულის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა.

მისი თქმით, გასანოვმა გადაწყვეტილება ძალადობის ფაქტების შემდეგ მიიღო.

“ყველა იმ ფაქტის შემდეგ, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, მან გადაწყვიტა დატოვოს “ქართული ოცნება” და შემოუერთდეს “ნაციონალურ მოძრაობას”. ის არის მარნეულის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. მან დააფიქსირა სამოქალაქო პოზიცია, რომ ასე ძალადობრივად გაგრძელება არ შეიძლება”,- განაცხადა კირკიტაძემ.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...