მთავარისიახლეებისაზოგადოებანუ გამოყოფთ ცხვირს პირბადეებიდან

ნუ გამოყოფთ ცხვირს პირბადეებიდან

Published on


 “პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დავდიოდეთ და ასაკოვანნი გარეთ არ გავუშვათ” – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში აუცილებელი შეზღუდვების დაბრუნების შესახებ

“ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ანტირეკორდებს ხსნის, ყოველ მომდევნო გარდაცვლილს შორის ინტერვალი კი რამდენიმე საათია – ვხედავთ, რომ საერთო შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ სპეციალისტების რეკომენდაციებმა ქვეყანაში პანდემიური თვალსაზრისით არაფერი შეცვალა, რა არის ის რაოდენობრივი ზღვარი “წითელი ხაზი” რის შემდეგაც გარდაუვალი გახდება შეზღუდვების დაწესება?

“როდესაც საავადმყოფოში დასაწვენი პაციენტების რაოდენობა გადააჭარბებს შესაძლებლობას, ეგ იქნება ზღვარი. იმიტომ, რომ თუ სახლში უშვებენ და საატუმროებში მიჰყავთ, ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ჯანდაცვა გაუმკლავდეს და მერე უკვე როდესაც დაინახავს, რომ ვეღარ უმკლავდება და მძიმე შემთხვევები ღმერთმა ნუ ქნას და მოიმატოს, მერე უკვე მართლა ზღვარია და ჩაკეტვას საჭიროებს. ისედაც ჩვენი ეკონომიკა და ყველა დარგი ისეთ დღეში ჩავარდა, რომ თუნდაც ლარის კურს შეხედეთ, შეხედეთ სკოლებში რა ხდება, ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა და ბოლოს და ბოლოს თუ ბევრი არ კვდება და თუ ქვეყანა არ იქცევა, მაშინ სჯობია, რომ ისევ ასე გაგრძელდეს – გრიპის ინფიცირების დროს არანაკლები ხალხი იღუპება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ადამიანის თვითშეგნებამდე უნდა მივიდეს ის, რომ პირბადიდან ცხვირგამოყოფილი არ უნდა დადიოდეს და ასაკოვანი ადამიანები გარეთ არ უნდა გამოვუშვათ, ეს შეზღუდვა მაინც უნდა არსებობდეს. ხალხი შეეჩვია, კისერში ამოუვიდათ, მესმის მათი, ბევრს პირბადის კეთებისას ჰაერის უკმარისობა ემართება, მაგრამ სხვა გზა არაა, განსაკუთრებით მაშინ როცა თავშეყრის ადგილებში ვართ. ამ შემთხვევაში აქცენტი ისევ თვითშეგნებაზე უნდა იყოს, პრესამ და მედიამ უნდა გააკეთოს ის, რომ ამ ხალხის თვითშეგნებამდე დავიყვანოთ ეს ყველაფერი, ვაკვირდები მთელი დღე, პირბადე ხელზე უკეთით და მგონი არც ცვლიან. დღეში თუ გინდა ათასი ინფიცირებული იყოს, ოღონდ არ იყოს მძიმე შემთხვევები, არ იყოს პნევმონია, რომელსაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება, თორემ იყოს ინფიცირებული თუ კარგად გადაიტანს არაა პრობლემა. რა ვქნათ, მეტი გზა არ გვაქვს, ყველა პაციენტს ქვეყანა ვერ დააწვენს, იტალიასა და საფრანგეთს გაუჭირდა და ჩვენ რა თქმა უნდა უფრო გაგვიჭირდება” – დაასკვნის ხმალაძე

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...