მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მაჭავარიანი: გახარიას განცხადება, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს კონფლიქტის...

ვანო მაჭავარიანი: გახარიას განცხადება, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, არასერიოზულია

Published on

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა კრიტიკულად ეხმაურება პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დიალოგის გამართვის მიზნით, მზად არის უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, არასერიოზულია, რადგან აზერბაიჯანის და სომხეთის მხარე იგნორირებას არ გაუკეთებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ მოსკოვი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.

პრემიერის უპერსპექტივო გამნცხადება ერთის მხრივ წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება, მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და თურქეთთან ისეთი ცუდი ურთიერთობები დაამყარა, რომ ნდობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან რამე სახის ხელშეწყობაზე აზერბაიჯანული ან სომხური მხარის მიმართ უბრალოდ არარსებულია“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანი დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ აქვთ პირადი ურთიერთობები აზერბაიჯანის, სომხეთის ან თურქეთის ქვეყნებთან იმ დონეზე, რომ კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცნენ. რაც შეეხება რუსეთს, ვანო მაჭავარიანის თქმით, კონფლიქტური მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დიდი ალბათობით რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან.

„ გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს ისეთი პირადი ურთიერთობები აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ პირადად აიღოს ინიციატივა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მინისკის ჯგუფი, რომელშიც შედიან ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, ეს ფორმატი სწორედ ის ფორმატია, სადაც დიდი ალბათობით, რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან კონფლიქტური მხარეები მოლაპარაკების მაგიდას“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...