მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით

სალომე ზურაბიშვილი: მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით

Published on

ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა. განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ბიომრავაფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას

COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. 

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით. 

„ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ ჩვენ მიზანს – საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია თუშეთია, რომელსაც გასულ კვირას ვესტუმრე. რეგიონი, რომელმაც შემოინახა საქართველოს ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი საგანძური და რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...