მთავარისიახლეებიპოლიტიკასომხეთის განათლების მინისტრმა მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას

სომხეთის განათლების მინისტრმა მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას

Published on

სომხეთის განათლების მინისტრმა, არაიკ არუთინიანმა მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას. ამის შესახებ მანდ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“გადავწყვიტე, მივმართო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რათა სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას. ჩამოერთვას მისგან აზერბაიჯანის წახალისებისა და არაპირდაპირი მხარდაჭერის გამო, რომელიც ჩვენი ხალხის იდენტობის, ცხოვრებისა და სიცოცხლის უფლების წინააღმდეგაა მიმართული”, — ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილია.

“დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა, ამავე დროს ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული”, — წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. გთავაზობთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...