მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება თბილისში, ვინ და რატომ იმუქრება, რომ ,,აქ მოხდება მკვლელობა!''

რა ხდება თბილისში, ვინ და რატომ იმუქრება, რომ ,,აქ მოხდება მკვლელობა!”

Published on

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე გარევაჭრობის ჯიხურების დემონტაჟი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – გარემოვაჭრეები ცდილობენ ხელი შეუშალონ მერიის ზედამხედველობისა და დინამო არენის წარმომადგენლებს,   ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მერიის უსაფრთხოების სამსახურები.
 "აქ მოხდება მკვლელობა! სახურავს ხელი ვინმემ არ მოკიდოს!" –  აცახადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე რუსთავი 2 – ის ჟურნალისტთან საუბარში. 
„მერიამ მოგვცა ნებართვა, უნდა ავიღოთ ეგ რაღაც საძაგლობა აქ რომ დგას, უხეში შენობები, რომელიც არის დინამო არსენას საკუთრება და ამის ნებართვა, ერთი უკვე გავიდა ვადა, მეორეც გასდის უკვე ვადა და ამის საშუალებას არ გვაძლევს აგერ ზოგიერთი რომ აჯანყებს ამ ხალხს,“ – აცხადებს თავის მხრივ დინამო არენას წარმომადგენელი. 
 
დღესვე, აკრძალვის მიუხედავად, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა, რომელთა დახლები და ჯიხურები ამ რამდენიმე დღის წინათ იქნა აღებული,  საკუთარი პროდუქცია მაინც მიიტანეს. 
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ, რადგან იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობით არ დაკავდებიან, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ექნებათ. 
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, გარევაჭრობის შესახებ კანონპროექტის დროულ განხილვას და ამოქმედებას, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, გარევაჭრობას კანონის ფარგლებში მოაქცევს. 
მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. 
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...