მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსალოდნელი არაა ბანკების მიერ სესხების დაფარვის მესამე საყოველთაო გადავადება - ეროვნული ბანკის...

მოსალოდნელი არაა ბანკების მიერ სესხების დაფარვის მესამე საყოველთაო გადავადება – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

Published on

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ.

„პირველი ორი გადავადება, 3-3 თვით იყო საყოველთაო ტიპის. ამ პერიოდში ბანკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეანალიზებინათ, ვინ შეძლებდა სესხის დაფარვას და ვინ ვერა, ამიტომ გადავადება მთლიან პორტფელზე გაავრცელეს. პირველად გადავადების შეთავაზება მსესხებლების ნახევარმა გამოიყენა, ხოლო მეორედ შეთავაზებისას შემცირდა იმ მსესხებლების რაოდენობა, ვინც ისარგებლა. ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საყოველთაო ტიპის გადავადება იქნება. თუმცა, საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა არის, ისინი ინდივიდუალურად ემუშავებიან კლიენტებს და ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი. საყოველთაო ტიპის გადავადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესში არაა“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის 3 თვით გადავადება პირველად მარტში შესთავაზეს. ამასთან, მაისში საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, გადავადება ავტომატურად შეეხო იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღეს დახმარება და ასევე სურვილის შემთხვევაში, შეთავაზება ეხებოდა მათაც, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...