მთავარისიახლეებისაზოგადოებაუსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს - თამარ გაბუნია

უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს – თამარ გაბუნია

Published on

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა თამარ გაბუნიამ დღეს გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე.

როგორც მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ოდენობა მომდევნო დღეებშიც მაღალი იქნება.

„საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე აჭარაში ნამდვილად არაა. დღეს 110 საწოლია თავისუფალი. ასევე, გეტყვით, რომ ძალიან მაღალი იყო დადასტურებული შემთხვევები სექტემბრის შუარიცხვებიდან. უკვე ორასამდე მივედით. ეს რიცხვები ერთმანეთს დაემატა. გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან. რაც ნიშნავს, რომ თუ უსიმპტომოა პირი, 10 დღის გასვლის შემდეგ მას შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს. აქ საქმე გვაქვს გამოჯანმრთელების სტატუსის მინიჭებასთან, როცა 2 ან 3 დღის ინფიცირებულებს ერთდროულად მიენიჭათ გამოჯანმრთელების სტატუსი და ამდენად ეს მაჩვენებელი მაღალია. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი იქნება გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლები, რადგან მაღალი იყო გასული 10-12 დღის განმავლობაში ინფიცირებულების ოდენობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...