მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც

“საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც

Published on

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარე, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. 

ამის შესახებ მან ისაუბრა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე , რომელიც ქართული პარტიებისა და კანდიდატებისთვის საარჩევნო  პირობის დადებისკენ მოწოდებას შეეხებოდა. ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ შემუშავებულ დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს. 

“საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მოსკოვი მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც. აქედან გამომდინარე, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ შეიმუშავა დათქმა საარჩევნო წესიერების დასაცავად, რომელსაც აქვს გლობალური სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. ამ დათქმის აუდიტორია არის არა ჩვენი კომისია, არამედ ქართველი ამომრჩეველი. 

ამ დათქმის მიზანია, რომ შეამციროს ჩარევის საფრთხე და გაზარდოს ქართული დემოკრატიის მედეგობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. მათ, ვინც უცხოეთიდან ერევიან, იციან, რომ კანდიდატებს სჭირდებათ გამარჯვება და ზოგიერთი მათგანი დამატებითი დახმარების მისაღებად ნებისმიერთან ითანამშრომლებს, მაგრამ ამ შეთანხმებით ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ცხადად თქვან, რომ ისინი წინ აღუდგებიან ნებისმიერ პირდაპირ, თუ ირიბ დახმარებას უცხოელი ბოროტი აქტორებისგან. მოკლედ, ეს არის შეთანხმება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პატიოსანი და წესიერი კამპანიის წარმოება. 

ჩემი გზავნილი ქართულ პარტიებთან და კანდიდატებთან არის მარტივი – ხელი მოაწერეთ დათქმას. 

იმედი გვაქვს, რომ მეტი პარტია შეუერთდება ჩვენს ინიციატივას. დათქმაზე ხელმოწერით კანდიდატები და პარტიები ცხადს გახდიან, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს დემოკრატიის დაცვაა, იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატიას სჭირდება ქართველი დემოკრატების დაცვა”. – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...