მთავარისიახლეებიპოლიტიკავისი და რისა ეშინია ,,ქართულ ოცნებას?''

ვისი და რისა ეშინია ,,ქართულ ოცნებას?”

Published on

„ქართულ ოცნებას“ ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი. მე ნამდვილად არ მეშინია მისი, ჩემს თანამებრძოლებს არ ეშინიათ, ქართველ ხალხს არ ეშინია და ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ იციან, რომ “ჩვენ შეგვიძლია, მათი ჩაჩოჩება”.

„ქართულ ოცნებას“ იმიტომ კი არ ეშინია, რომ ჩვენ რაღაცას ვუპირებთ – ნამდვილად არაფერს ვუპირებთ, უბრალოდ მათ იციან, რომ ჩვენ შეგვიძლია, მათი ჩაჩოჩება. თუ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ჩემს რეფორმებს იღებენ ჩვეულებრივად და დიდი ტაშის კვრით საქართველოსთვის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის ბევრად უფრო დეტალური და მაგარი გეგმები გვაქვს და ეს ივანიშვილმა იცის, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს. მან შეაჩერა საქართველო, გაანადგურა, გააუბედურა და ახლა ცდილობს არეულობით და ქაოსით ხალხს თავგზა აუბნიოს და დააშინოს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნათელია, რომ ივანიშვილი აგებს არჩევნებს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია. ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს მან ზუსტად იცის და ერთადერთი, რასაც მიმართავენ ასეთ დროს რეჟიმები, როდესაც მათ არ უნდა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემა, არის ის, რასაც ისინი აკეთებენ ტყუილი, სიცრუე, სიყალბე და ძალადობა. ამას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მშვიდობიანი გადაცემით ხელისუფლების, ყველანი მობილიზებულები უნდა ვიყოთ არჩევნებზე, უნდა ვიყოთ დარაზმულები, უნდა ვიყოთ ერთიანები და წყნარად გავაცილოთ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უნდათ არეულობა, ქაოსი და უბედურება – ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება”,- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “‘პირველთან”.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...