მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლების მძევლები ხელბორკილებითა და ჯართად ქცეული ძვირფასეულობით პროკურატურას მიადგნენ

ხელისუფლების მძევლები ხელბორკილებითა და ჯართად ქცეული ძვირფასეულობით პროკურატურას მიადგნენ

Published on

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დღეს   თბილისში მთავარ პროკურატურასთან ხელბორკილებით მივიდნენ . ასე  აპროტესტებენ ისინი ხელისუფლების უარს მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე  და თვლიან, რომ ხელბორკილები სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, რომ    „დაზარალებულები ხელისუფლების მძევლები არიან.“ 
 
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ    ხანძრის შედეგად გადარჩენილი ე.წ.ძვირფასეულობის ჯართი,  როგორც დემონსტრაია იმისა, რომ ამ ჯართში არ გამოირჩევა თუნდაც რამდენადმე ფასეული მასალა და  შესაბამისად, კომპენსაცია, რასაც ითხოვენ, 5 000 ლარის ოდენობით, არის მეტ-ნაკლებად მათი ზარალის შესაბამისი. რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულომ  ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3 000 ლარი შესთავაზა, მაშინ, როცა  ისინი  საბანკო ვალდებულებების შეჩერებას, საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ. 
 
 აქციის მონაწილეთა თქმით,  მათი მთავარი მოთხოვნაა მიენიჭოთ ეს სტატუსი და პარალელურად  მოხდეს „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის მიზეზებისადა გარემოებების დროული და ეფექტური გამოძიება. 
 
ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ „შეგნებულად ხდება გაჭიანურება, შეგნებულად ხდება დაზარალებულად არ ცნობა, ვინაიდან დაზარალებულად ცნობისთანავე უნდა მოხდეს პასუხისგებაში პიროვნებების მიცემა. ვინც ვალდებული იყო დაეცვა უსაფრთხოების წესები ხანძართან მიმართებაში. მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, ეს ადამიანები დაზარალებულად იქნენ ცნობილი და სასწრაფოდ იქნას დასჯილი ყველა ის პირი, ვისაც წვლილი მიუძღვის ადამიანების ქონების განადგურებაში“.
იგი საუბრობს  პროკურატურაში შეტანილ რამდენიმე საჩივარზეც,  რომლებიც ასევე ხანძრის გამოძიებასა და პასუხისმგებელი სუბიექტის დადგენას და კანცელარიასთან კარვის გაშლისთვის ხელის შეშლას ეხებოდა, თუმცა რეაგირება საჩივრებზე ამ დრომდე არ ყოფილა.
 
„ამ შენობაში ზის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროკურორი შოთაძე, რომელიც ემორჩილება სავარაუდო გენერალურ პროკურორს შუშის სასახლეში, ივანიშვილს."ადამიანებმა, რომლებმაც 100 ათასობით ლარის ზარალი, დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ. სავარაუდოდ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მონაწილეობდა ამ გადაწვაში,“- განაცხადა აქციაზე ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა.

 
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...