მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ბოკუჩავა: ოპოზიციაში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხედვების თანხვედრაა

თინა ბოკუჩავა: ოპოზიციაში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხედვების თანხვედრაა

Published on

დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტია „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ოპოზიციას შორის შეთანხმების მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი. მემორანდუმში წარმოადგენილია, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან და ამასთან, საუბარია განათლების სისტემაში საჭირო რეფორმებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას ბიძინა  განცხადებით, ოპოზიციაში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხედვების თანხვედრაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიაციაში რიგ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, ხედვათ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, მომავლის ხედვებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი და დღევანდელი ხელმოწერა ამის დასტურია. დოკუმენტში მოცემულია ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, როგორ გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, რომელიც დღითითღე უფასურდება  ბიძინა ივანიშვილის პირობებში, როგორ შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი კვებავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნომენკლატურას, დანარჩენ მოსახლეობას კი წირავს საშიმშილოდ. ასევე, მოცემულია ჩვენი ხედვები განათლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, განათლება არის უმნიშვნელოვანესი სფერო, სადაც სწორი რეფორმები არის წარმატების გარანტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ოპოზიციაში არის სრული თანხვედრა, ხედვები მნიშვნელოვან საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალებით, მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვებთ, ქვეყანას წავიყვანთ სწორი მიმართულებით იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი ქვეყანა და ძლიერი ოჯახები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...