მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო საარჩევნო ზღვარი შესაძლოა 5%-დან 4%-მდე შემცირდეს

საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი შესაძლოა 5%-დან 4%-მდე შემცირდეს

Published on

საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი შესაძლოა 5%-დან 4%-მდე შემცირდეს. საარჩევნო ბარიერის შემცირება ერთერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია, რომელიც  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებათა  მიღება და ამოქმედება   2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იგეგმება. 

 

ცვლილებათა პაკეტში  გათვალისწინებულია  საარჩევნო სუბიექტების მიერ საპარლამენტო  ფრაქციის შექმნისთვის  საჭირო მანდატების მინიმალურ რაოდენობამდე – 6 მანდატამდე შევსების აუცილებლობის წესის შეცვლა – პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციიდან ამოდის და მასში იწერება, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. 

"აღნიშნული ნორმა ამოღებულია, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, პარტიას, რომელმაც 6 მანდატზე ნაკლები მიიღო და ფრაქციას ვერ ქმნის,  დამატებითი მანდატები უნდა მიეცეს 6-მდე შესავსებად. ცხადია ეს იმათ ხარჯზე უნდა მოხდეს, ვისაც კანონიერად მეტი მანდატი ეკუთვნის, რაც სამართლიანი არ არის. ამიტომაც ეს ნორმა ამოვიღეთ. სამაგიეროდ, შევამცირეთ საარჩევნო ზღურბლი", – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითად სიახლეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარება წარმოადგენს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის წარდგენილი

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...