მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ვწყვეტთ ოპოზიციასთან დისკუსიას, ვიდებატოთ ქართულ ოცნებასთან

ზაალ უდუმაშვილი: ვწყვეტთ ოპოზიციასთან დისკუსიას, ვიდებატოთ ქართულ ოცნებასთან

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტია ოპოზიციასთან, კერძოდ კი, ევროპულ საქართველოსთან “დისკუსიას” წყვეტს. თქვა ამის შესახებ უდუმაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

“ამ პროცესში ტალახის სროლა და დისკუსიები არის მხოლოდ დამაზიანებელი მთლიანად პროცესისთვის. ჩვენი ამომრჩეველიც ძალიან ღიზიანდება. ჩვენ უნდა შევასრულოთ მოსახლეობის დაკვეთა და ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალსა და განვითარებაზე.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ვწყვეტთ ნებისმიერ ასეთ დისკუსიაში მონაწილეობას, ეს არის დამაზიანებელი მთელი წინასაარჩევნო პროცესის და იმ საერთო მიზნისთვის, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის გასტუმრება 31 ოქტომბერს. თუ ჩვენ დებატები დაგვჭირდება, ვიდებატოთ  ქართულ ოცნებასთან” – თქვა უდუმაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს განიხილავს არა კონკურენტებად, არამედ, მომავალ მოკავშირეებად.

“შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს პროგამებით და არა შეურაცხყოფებით” – თქვა უდუმაშვილმა.

სიახლეები

სამოქალაქო ატივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს

თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს - სამოქალაქო ატივისტი, რომელსაც სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2...

ახალი ნარკოტიკები, ზედოზირება, სიკვდილიანობა – სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება. ნარკოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში იზრდება როგორც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ისე...

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...