მთავარისიახლეებიკონფლიქტებინიკოლ ფაშინიანი - ,,ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლოს...

ნიკოლ ფაშინიანი – ,,ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლოს საზღვრების უსაფრთხოება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა“

Published on

სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. შეიძლება დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებიც. ჩვენ მოვლენათა ყველა შესაძლო სცენარით განვითარებას განვიხილავთ. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“, – აღნიშნა ფაშინიანმა პარტია “გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერის, დეპუტატ ედმონ მარუკიანის კითხვაზე პასუხისას.

ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა „ტვიტერზეც“ დაწერა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არცახის „უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტორია“.

„დღეს სომხეთი არცახის გვერდით დგას მისი სრული სახელმწიფო პოტენციალითა და მოსახლეობით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ სამშობლოს საზღვრების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...