მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის ქართული გული

მიხეილ სააკაშვილის ქართული გული

Published on

,,დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია'' – საქართველოს ექსპრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი უვიზო მიმოსვლის დაწყებას თავის ფეისბუქგვერდზე ეხმაურება.
 
,,1996 წელს ქართული და რუსული ინტელიგენციის შეხვედრაზე თელავში მივედი, როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი და დავურღვიე იდილია, როდესაც ვუთხარი, რომ მალე მოვიდოდა დრო, რუსეთში ვიზები დაგვჭირდებოდა, ევროპაში კი უვიზოდ ვივლიდით. მაშინ, იქ შეკრებილმა ქართველმა "ინტელიგენტებმა" გიჟად გამომაცხადეს, არაუშავს, მას შემდეგ ეს ეპითეტი, ჩემი მისამართით, ბევრჯერ მომისმენია და აღარც ვრეაგირებდი. როდესაც თურქ ქართველებს, ვინც ქართული იცოდა და საქართველო უყვარდა, მოქალაქეობას ვანიჭებდი, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ თურქეთზე ადრე გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა. ქუთაისის აეროპორტიც ამიტომ აშენდა და არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან. 
 
დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან.– წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...