მთავარისიახლეებისაზოგადოებაtimer.ge-ს ექსკლუზივი- ბიძინა ივანიშვილი წალენჯიხის ცენტრში მდგარი მაგნოლიის ყიდვას აპირებს?

timer.ge-ს ექსკლუზივი- ბიძინა ივანიშვილი წალენჯიხის ცენტრში მდგარი მაგნოლიის ყიდვას აპირებს?

Published on

წალენჯიხელებმა და ასევე, მათაც, ვინც სამეგრელოს ამ ულამაზეს რაიონში ერთხელ მაინც ყოფილა, ალბათ, იციან, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს ფოსტის“ უკანა მხარეს, კერძოდ, ბიბლიოთეკის გვერდზე, მაგნოლიას ხე დგას. ეს მაგნოლია ასწლოვანი ნამდვილად არაა, მაგრამ ულამაზესია და ამიტომაც ამ ადგილს ადგილობრივები „მაგნოლიის ხეივანსაც“ კი ეძახიან.მოგეხსენებათ, ბოლო დროს საქართველოში „ხეების ტურიზმი“ ერთობ აქტუალურია, ანუ ქვეყნის ექსპრემიერს უცნაური სურვილის გათვალისწინებით, ფლორის ნიმუშებს, კერძოდ, ხეებს წინ და უკან „დააპროწიალებენ“. ამას ზოგნი, უფრო ზუსტად, „ოცნების“ აქტივისტები „იმ ბრძენი კაცის“ კეთილი სურვილებით, ანუ იმით ხსნიან, რომ ყოფილ პრემიერს დასავლეთ საქართველოში დენდროლოგიური პარკის შექმნა აქვს გადაწყვეტილი და ამიტომ, ცდილობს, უნიკალური ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მხარე-კუთხეში არიან გაბნეულნი და თავს ეულად გრძნობენ, ერთად შეყაროს. ახლა, ამ სურვილში ცუდი შეიძლება, არაფერია, მით უმეტეს, ხალხი უკვე ხუმრობს, რომ მალე შეიძლება, ახალ ბიზნესს – ხეებით ვაჭრობას ჩაეყაროს საფუძველი და მშიერი ადამიანები შემოსავლის წყაროს ამით მაინც გაიჩენენ. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ „ხეების ტურიზმის“ მიზანი ეს იყოს. უფრო ისე ჩანს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთი მდიდარი ადამიანის ახირებაა და მეტი არაფერი.
ზოგადად, ცნობილია, რომ ყველა მდიდარ ადამიანს თავისი „წიკები“ აქვს. აი, მაგალითად, ზოგი ცხოველებს ამრავლებს, ზოგიც მთვარეზე მიწის ნაკვეთებს ყიდულობს, ზოგი კი, როგორც ვხედავთ, თავს ხეების სეირნობით იქცევს.
ერთი სიტყვით და ორი გაგებით, აჭარის შემდეგ, როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა თვალი სამეგრელოს ხეებს დაადგა. ახლა, წალენჯიხის მაგნოლია მთლად ასწლოვანი არ არის, მაგრამ ზემოთ, ყურადღება თუ მიაქციეთ, ბიზნესი ვახსენეთ. ჰოდა, როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, ამ მაგნოლიას ვიღაც „ღვთისნიერმა“, ანუ იმან, ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, თურმე, ფოტო გადაუღო და ეს სურათი პირდაპირ „შუშის სასახლეში“ „დააიმეილა“. წალენჯიხურ მაგნოლიას ადრესატის მოწონება დაუმსახურებია და, როგორც ამბობენ, მოთხრასაც ვერ გადაურჩება.
წალენჯიხის მშვენება მაგნოლია ადგილმდებარეობას შეიცვლის თუ არა, ამის გასარკვევად „თაიმერი“ წალენჯიხის მაჟორიტარ გოგა გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამის შესახებ მისთვის არავის მიუმართავს.
„პირველად მესმის!“ – შეიცხადა რესპონდენტმა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამეგრელოს ხეები მოთხრის არეალში ექცევიან. ამის თაობაზე შარშან, სტატია გაზეთმა „ქრონიკა+“ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გეგმებში იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანაც შედიოდეს.
„ზუგდიდში ივანიშვილის რამდენიმე იდუმალ სტუმრობაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში უჩუმარი გასეირნებით აღინიშნა, „ქრონიკა+“ ადრეც წერდა, მაგრამ მაშინ საუბარი იმაზე იყო, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, საიდანაც ცენტრალური სტადიონი სხვაგან გადაიტანეს, ივანიშვილი მაღალსართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა.
ეს ტერიტორია დადიანების საგვარეულო ტერიტორიადაა მიჩნეული და თუ ადრე, კომუნისტები არად დაგიდევდნენ დაცული ტერიტორიების ფაქტორს, ამჟამინდელ ხელისუფლებას მაინც უნდა ეზრუნა, რომ ეს ადგილი არ ყოფილიყო დატვირთული კომერციული ობიექტებით, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, ლამის ჯვარს აცვეს და, საბოლოოდ, პროექტი ჩაიშალა.
მაგრამ ის ინფორმაცია, რაც „ქრონიკა+“-მა ამჟამად ზუგდიდში მოიპოვა, ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების სხვადასხვა ობიექტებით გადატვირთვის თემას აშკარად სცდება. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, იმაზე, რომ ციხისძირის ხეების შემდეგ სწორედ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდება ის ობიექტი, საიდანაც ივანიშვილის ობიექტზე – შეკვეთილში, იშვიათ მცენარეებს გადაიტანენ.
როგორც ქრონიკა პლუსის წყარო ამბობს, ამ მიზნის განხორციელება ეტაპობრივად უკვე დაიწყო და გეგმა სწორედ მაშინ შემუშავდა, როცა ზუგდიდში უჩუმრად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის თანხლებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და, როგორც წყარო ამბობს, მცენარეებიც შეარჩია“, – ეწერა გაზეთის სტატიაში.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...