მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატიმარი გლდანის ციხის უფროსს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

პატიმარი გლდანის ციხის უფროსს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

Published on

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების უფროსს, ნოდარ ქინქლაძეს პატიმარი გაუპატიურების მუქარაში სდებს ბრალს. როგორც პატიმრის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ციხის უფროსს შორის დაპირისპირება ციხეში ჩაის მოთხოვნას მოჰყვა.

“რა ჩაი მომინდომეთო და აქედან დაიწყო ინციდენტი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაემუქრა ციხის უფროსი გაუპატიურებით და ილანძღებოდა. იყო ნასვამ მდგომარეობაში. მატრასიც არ მიუტანეს პატიმარს და იატაკზე წევს დღემდე. ასე სჯიან”, — აცხადებს ადვოკატი და მოძრაობა შემახე ამნისტიის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, პატიმარი 2 დღის განმავლობაში შიმშილობდა. დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრები და მოძრაობის ,,შემახე ამნისტია” წარმომადგენლები გლდანის ციხესთან საპროტესტო აქციას გამართავენ და ციხის უფროსის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...