მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან!'' - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი...

,,მალხაზ ჯალაღონია – ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან!” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარების გუნდზე ენმ – დან და გაერთიანებული ოპოზიციიდან „ძალა ერთობაშია“

Published on

მდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმამიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა იმიტომ ჩაანაცვლეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.

„გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია – ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად. ესეც ძალიან დიდი შენაძენია.

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...