მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებს ოპოზიციაში''

,,ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებს ოპოზიციაში”

Published on

წელს ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხალხი ხელისუფლებას ოპოზიციაში გაისტუმრებს – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას .

,,მე ვფიქრობ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი. გუნდი, რომელიც იბრძოლებს ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ჩვენი შვილების, შვილიშვილების, მომდევნო თაობებისთვის უკეთესი ქვეყნის დასატოვებლად. 31 ოქტომბერი არის არჩევნები, რომელმაც კვლავ უნდა დაგვაყენოს განვითარების გზაზე. სამწუხაროდ, მილიარდელი ადამიანის ხელში მოსახლეობა კიდევ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუკი იყო ღარიბი, აბსოლუტური უმრავლესობა გაღატაკდა, 800 000-მა ადამიანმა ქვეყანა დატოვა და აბსოლიტურად უიმედოდ არის ბევრი დარჩენილი.

ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები იქნება გარდაუვალი. წლევანდელი არჩევნები მაგონებს 2012 წელს, როდესაც წინა ხელისუფლებას შანსი აღარ ჰქონდა ხელისუფლების შენარჩუნების და ხალხმა საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანი რევოლუცია მოუწყო. მიმდინარე წელსაც მაქვს მოლოდინი, რომ ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაისტუმრებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ

სიახლეები

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. დაკავებული...

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

"სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული...