მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა და პარტიის პრიორიტეტები წარუდგინა

ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა და პარტიის პრიორიტეტები წარუდგინა

Published on

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“  პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა და პარტიის პრიორიტეტები წარუდგინა. მისი თქმით, სწორედ აქედან დაიწყო 2003 წლის საარჩევნო კამპანია და ხაზი გაუსვა იმას, რომ სამეგრელოს და ზუგდიდის მხარდაჭერა საარჩევნო პროცესებში მნიშვნელოვანია. ნინო ბურჯანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა  ეკონომიკური პრობლემების, უმუშევრობის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღების ,  რუსული ბაზრის სტაბილურად გახსნისა და   უვიზო რეჟიმის შექმნის აუცილებლობაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების მხარდაჭერა, გამახსენდა რომ 2003 წელს  კამპანია დავიწყეთ სწორედ ზუგდიდიდან, ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკო იგივე პრობლემებზე, რაზეც ვლაპარაკობდი 10 წლის წინ და არც ერთი მათგანი არ არის მოგვარებული და ამ ხალხს იმ პრობლემებზე ისევე ტკივა გული, როგორც მაშინ . მე ნამდვილად მინდა რომ იმედი მივცე ჩემს სამეგრელოს, ზუგდიდს, ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ზუგდიდი აღარ იყოს ჩიხი, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ნამდვილად შეგვიძლია მოვიპოვოთ სწორი მართვით და პროფესიონალების სათავეში დაყენებით. და რა თქმა უნდა მინდა ვთხოვო მხარდაჭერა, რადგან მე მაქვს იმის ძალა და გამოცდილრბა რომ ის პრობლემები რაც ადამიანებს აქვთ, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღების აუცილებლობა და რუსული ბაზრის სტაბილურად გახსნა, უვიზო რეჟიმის შექმნა და ამავდროულად აფხაზეთთან და ოსეთიც ისევე მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის როგორც ნებისმიერი კუთხისთვის ამ  პრობლემების წინ დაძვრა , მე ნამდვილად მაქვს ამის ძალა და გამოცდილება და მე შევეცდები ამაში ეს ადამიანები დავარწმუნო.”- განაცხადა ბურჯანაძემ

შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა, ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...