მთავარისიახლეებიპოლიტიკავიქტორ დოლიძე: "28 მარტი არის საქართველოსთვის ისტორიული დღე"

ვიქტორ დოლიძე: “28 მარტი არის საქართველოსთვის ისტორიული დღე”

Published on

გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ 28 მარტი არის საქართველოსთვის ისტორიული დღე, – ამის შესახებ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და საქართველოს მოქალაქეებს მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ მიულოცა. 

”კიდევ ერთხელ მოგილოცავთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ 28 მარტი არის საქართველოსთვის ისტორიული დღე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები დაიწყებენ უვიზო გადაადგილებას შენგენისა და ევროკავშირის ტერიტორტიაზე. 

ეს არის გადაწყვეტილება და გამოძახილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც დემოკრატიის განვითარების, ქვეყნის წინსვლის, ასევე ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქლაქეების მიმართ რომ ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

ამასთან, მინისტრმა მოსახლეობას სთხოვა, არ დაარღვიონ შესაბამისი ვადები და არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა.

"მინდა ვთხოვო ყველას, არ დაარღვიონ 180 დღის განმავლობაში 90 დღიანი ვადა ევროკავშირის და შენგენის ზონაში ყოფნის. არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხოვნობის განსაკუთრებული ზრდა. მე მათი კეთილგონიერების და კანონმორჩილების ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე საერთოდ ძალიან დიდი წარმოდგენის ვარ საკუთარი თანამოქალაქეებზე",- განაცხადა დოლიძემ.

ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. 

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. 

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; 

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება. 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...