მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. რატომ გახდა საჭირო ბიულეტენებზე განსხვავებული ნიშნის...

ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. რატომ გახდა საჭირო ბიულეტენებზე განსხვავებული ნიშნის გაკეთება?

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალი ხელმძღვანელი აირჩია. მმართველი გუნდის კანდიდატურას 11 წევრმა, 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით,  ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს პირველად ქალი თავმჯდომარე ჰყავს. 
 
ნატალია შეროზია 2014 წლიდან საკრებულოს წევრი და პარალელურად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. იგი  2014 წელს საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით მოხვდა.
 
საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, აუცილებლად გაგრძელდება.
 
საკრებულოს სხდომაზე გარკვეული დაძაბულობა შექმნა იმან, თუ  როგორ  აღმოჩნდა კენჭისყრისას ორ ბიულეტენზე სხვადასხვა ფიგურები, მაშინ, როცა  დეპუტატებს ბიულეტენში კანიდატურა ოთხკუთხედად უნდა შემოეხაზათ.
 
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ  ამ ორ ადამიანს არ ენდობოდნენ და ამიტომ გახდა საჭირო განსხვავებული ნიშნის გაკეთება.
 
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან მერაბ ქვარაია იკავებდა, რომელიც ამჟამად მმართველი გუნდის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. 
დღემდე, მერაბ ქვარაიას მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი თოდუა ასრულებდა.
 

სიახლეები

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...