საქართველოში დღეის მონაცემებით, 500 ათასამდე მოსწავლეა და ძალიან ბევრ ოჯახს, უსახსრობის გამო არ შეუძლია იყიდოს სასკოლო წიგნები. ასეთ პირობებში უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის შენარჩუნება გარდუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სოციალური საჭიროებებისადმი ყურადღების მკვეთრი შესუსტება ამ პროგრამასაც საფრთხის წინაშე აყენებს.
ნაციონალური მოძრაობა განათლების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკაშირებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.
,, იზრდება რისკი, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა შეჩერდეს – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა მარიამ გერსამიამ -,,ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო, კიდევ უფრო იზრდება მძიმე სოციალიური მდგომარეობა. ამ ფონზე მთავრობამ უკვე უარი თქვა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირვანდელი სახით განხორციელებაზე და იზრდება რისკი, რომ ნ არასწორი პოლიტიკის შედეგად სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი მკვეთრად გაუარესდეს და, უფრო მეტიც, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა საერთოდ შეჩერდეს.
ბოლო წლებში გატარებულმა განათლების არასწორმა პოლიტიკამ და კერძოდ იმ ფაქტმა, რომ სამინისტრო უხეშად არღვევს გამომცემლობების და ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, დაასუსტა გამომცემლობები, სადაც ასობით ადამიანია დასაქმებული. დააზარალა კონკურენტული გარემო. სწორედ სამინისტროს მხრიდან საავტორო უფლებების დარღვევამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე გამომცემლობა უკვე გაკოტრების პირასაა. სათანადო ტემპებით არ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობა და ახალი სახელმძღვანელობის შექმნა’’, – განაცხადა გერსამიამ.
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ენმ ახალი ინიციატივებით გამოდის.მარიამ გერსამიას განცხადებოთ, პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს:
იზრუნოს ახალი სახელმძღვანელობის შეძენაზე, მათ უსასყიდლოდ გადაცემაზე და რაც მთავარია, მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წიგნების ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით. (გაცნობებთ, რომ ამჟამად გამომცემლობები საავტორო უფლებების დასაცავად ჩივიან სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში);
გამომცემლობებთან კონსულტაციის შედეგად ავტორთა მიერ გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურებისთვის საჭიროა ბიუჯეტში დროულად გამოინახოს დამატებითი სახსრები;
საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წიგნების მძიმე წონა. ენმ მოუწოდებს სამინისტროს, სახელმძღვანელობის მოსწავლეებისთვის შეძენის პარალელურად გამოყოს შესაბამისი სახსრები იმისთვის, რომ 1-6 კლასის წიგნების ნაწილი შეიძინოს სკოლებისთვისაც. ამგვარად, მძიმე წიგნების ტარება მოსწავლეებს აღარ მოუხდებათ ყოველდღე და მოცულობით დიდი სახელმძღვანელოები მათ ექნებათ სახლშიც და სკოლაშიც.
,,ამის პარალელურად სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კონკურენცია და ქველმოქმედება, რათა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, გამომცემლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა შეძლონ დახმარება გაუწიონ სკოლებს და სურვილის შემთხვევაში თავად იყიდონ სახელმძღვანელოები. საჯარო სკოლებში დღეს ეს პრაქტიკულად ვერ ხერხდება’’, – განაცხადა მარიამ გერსამიამ.