მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს სამეგრელოს მასშტაბით გამოკვლეული 253 პირიდან კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ექვსი ინფიცირებულიდან სამი არის ფოთის მაცხოვრებელი და მათ კონტაქტი ჰქონდათ ბათუმთან. ასევე, ორი არის ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელი და ისინი საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. ხოლო ერთი ქალბატონი სენაკის მკვიდრია, რომლის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, თუმცა მისი კონტაქტების წრე მცირეა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ამასთანავე, რეგიონის საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქე იმყოფება, ხოლო რუხის კლინიკაში 44 პაციენტი მკურნალობს.

სიახლეები

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს

მოქალაქეებმა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად პეტიცია შექმნეს: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ...

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

"ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი...

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავრცელებს. დაკავებული...

თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან, ბევრს შეეშინდება უკვე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება- ხაბეიშვილის დედა

"სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, თუ ლევანის დღეს პატიმრობას მიუსჯიან და დატოვებენ პატიმრობაში დარწმუნებული...