მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ღომში ჩათხრილი სულუგუნი'' და ბოკერიას განცხადება ნაციონალურ მოძრაობაზე

,,ღომში ჩათხრილი სულუგუნი” და ბოკერიას განცხადება ნაციონალურ მოძრაობაზე

Published on

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტაბულასთან სატელეფონო საუბარში რუსთავი 2-ის გუნდისთვის ტელეკომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
 
"უპირველესი ამოცანა არის, რომ რუსთავი 2 ხელში არ ჩაუვარდეს ივანიშვილის რეჟიმს. ამ ბრძოლაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სერიოზული გამარჯვება იყო. მაგრამ, ბუნებრივია, ეს ბრძოლა გრძელდება და ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში, მენეჯმენტისა და კოლექტივისთვის რუსთავი 2-ის რეალური გადაცემა იქნება, როგორც მინიმუმ, ძალიან სერიოზული სვლა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რათა ივანიშვილს საკუთარი ამოცანები გავურთულოთ.
 
ამასთან ერთად, მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ივანიშვილის კონტროლქვეშ არ არის, მათ შორის, სააკაშვილის დღევანდელ გუნდს, ნაციონალურ მოძრაობას, თავი შეიკავოს პოლიტიკური თავდასხმებისგან კოლექტივზე, მენეჯმენტის წინააღმდეგ, რითაც ივანიშვილს გაუცნობიერებლად, მაგრამ სამსახურს უწევენ", – განაცხადა ბოკერიამ.
 
სოციალურ ქსელებში გიგა ბოკერიას გამოხდომას ნაციონალური მოძრაობის მიმართ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა და კიდევ უფრო დაძაბა საზოგადოებრივი აზრი რუსთავი 2 – ში მიმდინარე პროცესებზე.
 
ვერავინ იტყვის, რომ    "რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ,,ფეისბუქ პოსტის" უშუალო ადრესატი გიგა ბოკერიაა ( ეს მხოლოდ მან იცის), მაგრამ მისი  ეს მიმართვა  პოლიტიკოსებისადმი   სოციალურ ქსელში, სადაც ბოკერიას განცხადება ფასდება, როგორც არადელიკატური ,,დელიკატური'', უღირსი  ბრალდება ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ნებით თუ უნებლიედ ბოკერიას განცხადებასთანაც ასოცირდება:  
 
"ჩემ მეგობარ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო: წელთაღრიცხვა არ იწყება თქვენი დაპირისპირებით და ნუ გელანდებათ ყველგან ერთმანეთი.
"რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები საერთოდ არავითარ კავშირში არაა თქვენს დაპირისპირებასთან, რომელმაც, სამწუხაროდ, ისტერიის ფორმა მიიღო, ყველგან ერთმანეთი გელანდებათ და ყველაფერში ეგ დაპირისპირება გაქვთ ჩათხრილი. მგონი ღომშიც, სულგუნის ნაცვლად",- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...