მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ამ ბინებს ყიდიან!'' - უკმაყოფილო დევნილები თვლიან, რომ ბინების განაწილება ზუგდიდში არასამართლიანად...

,,ამ ბინებს ყიდიან!” – უკმაყოფილო დევნილები თვლიან, რომ ბინების განაწილება ზუგდიდში არასამართლიანად მოხდა

Published on

 ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 144-მა დევნილმა ოჯახმა ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები მიიღო. 
ბინის გასაღები დევნილებს ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ პირადად გადასცეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი დაიხურა, ამ ობიექტებში მცხოვრებმა დევნილებმა, ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღეს. 
 
ზუგდიდში 144 დევნილისთვის ბინების გადაცემას დევნილთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
ახალაშენებულ კორპუსთან დღეს უკმაყოფილო დევნილებიც მივიდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბინების განაწილება არასამართლიანად მოხდა. 
„ამ ბინებს ყიდიან. არ უნდა მიეცათ დაბალქულიანი დევნილებისათვის, თუმცა, 6 და 7 ქულიან ოჯახებსაც მისცეს. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს და გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ, თუმცა ჩემი გაჭირვება არავის აინტერესებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა ჟანა ფაცუამ. 
 
მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კი აცხადებს, რომ კომისიამ კანონის ფარგლებში იმოქმედა. გიორგაძის თქმით, მას ესმის, რომ უკმაყოფილო დევნილებიც არიან, რომელთა ბინებით დაკმაყოფილება 2017 წლის ბოლოს მოხდება, მას შემდეგ რაც ბარამიას ქუჩაზე კიდევ ოთხი კორპუსის მშენებლობა დასრულდება. 
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...