მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება, ერთი კი რუსთავს. კონკრეტულად:

  • აჭარაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – 6 შემთხვევა;
  • შსს-მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეული – 1 შემთხვევა;
  • ბათუმში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველო – 1 შემთხვევა;
  • შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აჭარაში – 1 შემთხვევა;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში – 1 შემთხვევა;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რუსთავში – 1 შემთხვევა.

შსს-ს ცნობით, თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უწყების ყველა თანამშრომელი, რომელთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩაუტარდათ სრული დეზინფექცია.

20 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 128 აჭარას უკავშირდება.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...